info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a
სიახლეები
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სტუდენტებსა და ბავშვებს შორის მძლეოსნობაში ღია პირველობა გაიმართა
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სტუდენტებსა და ბავშვებს შორის მძლეოსნობაში ღია პირველობა გაიმართა. ვიქტორ სანეევის სახელობის პრიზზე შეჯიბრში მხოლოდ მოყვარული სპორტსმენები მონაწილეობდნენ, მთელი ქვეყნიდან 90 ახალგაზრდა. გამარჯვებულები ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა შალვა გოგოლაძემ დააჯილდოეს. ასევე შეჯიბრის ყველაზე უმცროს მონაწილეს გადაეცა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის სპეციალური პრიზი. 2022 წლის 28 […]
ფონდის ახალი პროექტი – „ქუჩის მხიარული სტარტები“
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი ახალ საბავშვო პროექტს იწყებს. მაისში თბილისში „ქუჩის მხიარული სტარტები“ აიღებს სტარტს და მთელ დედაქალაქს მოიცავს. ეს იქნება მასშტაბური სპორტულ-გასართობი ღონისძიებები, რომელშიც ასობით ბავშვი ჩაერთვება. სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდისთვის პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის შესუსტების ფონზე. მოზარდებს მიეცემათ შესაძლებლობა დაკავდნენ ფიზიკური აქტივობით და ერთად მეტი დრო გაატარონ. „მე ვფიქრობ […]
დახმარება უკრაინულ ოჯახებს
ომის გამო საქართველოში ჩამოსულ და ქვეყანაში ჩარჩენილ ასამდე უკრაინულ ოჯახს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი დაეხმარა. უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა სახის პირველადი საჭიროების ტექნიკა და ნივთები გადაეცათ. სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ მცხოვრებ უკრაინელებს დღეს ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა და დახმარებას მომავალშიც დაჰპირდა. „მატერიალურ მხარდაჭერასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანია მორალური მხარდაჭერა. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სპორტული საზოგადოება […]
მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღე წეროვანში
სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა, ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად წეროვნის N3 საჯარო სკოლას სპორტული ინვენტარი გადასცა. სკოლაში, რომელშიც ძირითადად საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილი მოზარდები სწავლობენ, მაგიდის ჩოგბურთის სივრცე წლებია აღარ ფუნქციონირებდა. დღეიდან კი ყველა მოსწავლე შეძლებს სპორტის ამ სახეობას დაეუფლოს. სკოლის მოსწავლეებს სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საქართველოს მაგიდის […]
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდისა და საფეხბურთო კლუბ “ვალენიას” ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდისა და საფეხბურთო კლუბ “ვალენიას” ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა. სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ხელშეწყობით საქართველოში ესპანური საფეხბურთო კლუბის “ვალენსიას” აკადემიის დირექტორი ჩამოვიდა. მარკო ოტერო თბილისს ქართულ საფეხბურთო კლუბ “საბურთალოსა” და „ვალენსიას“ თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია. საქართველოში ჩამოვიდა უკვე ესპანური კლუბის წარმომადგენელიც, რომელიც „საბურთალოში“ იმუშავებს. დღეს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო […]
ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ქართველი ჩემპიონებისა და მონაწილეების წიგნის პრეზენტაცია
დღეს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშოროსო ფონდში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ფონდის დაფინანსებით, ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ქართველი ჩემპიონებისა და მონაწილეების შესახებ წიგნი გამოიცემა, რომლის ავტორიც სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძეა. წიგნში თავმოყრილი იქნება ჩანახატები სამ ლეგენდარულ ჩემპიონზე. ასევე მონაცემები ჰელსინკის ოლიმპიადაში მონაწილე სხვა ქართველ პრიზორებზე. წელს საქართველოსთვის ისტორიული სპორტული მოვლენიდან ზუსტად 70 წელი გავიდა. 1952 წელს […]
რაფაელ ჩიმიშკიანის იუბილე
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშოროსო ფონდმა დღეს იუბილე მიულოცა ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენს რაფაელ ჩიმიშკიანს. ძალოსნობაში პირველ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს 93 წელი შეუსრულდა. ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ვეტერან სპორტსმენს დაბადების დღე პირადად მიულოცა და ფულადი საჩუქარი გადასცა. „ბატონი რაფაელ ჩიმიშკიანი არის არამარტო ქართული სპორტის, არამედ მთლიანად მსოფლიო ოლიმპიური მოძრაობის ლეგენდა და საამაყოა, რომ ეს კაცი დღესაც […]
შეხვედრა საქართველოში მერსი ქორფსის მისიის ხელმძღვანელთან, ირაკლი ქასრაშვილთან
2022 წლის 9 მარტს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოში მერსი ქორფსის მისიის ხელმძღვანელს, ირაკლი ქასრაშვილს და „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) პროექტის დირექტორს, უჩა ვარამაშვილს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთი მხრივ, გაუზიარეს ერთმანეთს ინფორმაცია განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, აგრეთვე გაიმართა 3.5 წლიანი პროექტის – „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ […]
ვასილ ლიპარტელიანი სპორტული ინტეგრაციის ფონდის დირექტორს, ნორბერტ რუბიშტეკს შეხვდა
2022 წლის 25 თებერვალს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ვასილ ლიპარტელიანი სპორტული ინტეგრაციის ფონდის დირექტორს, ნორბერტ რუბიშტეკს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომლის ფარგლებში ერთი მხრივ, ქართულმა მხარემ ისაუბრა ფონდის მიზნების, ამოცანების, განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს ორგანიზაციებს შორის შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და განიხილეს კონკრეტული წინადადებები. სპორტის სფეროში არსებული […]
შეხვედრა UNICEF-ის დირექტორთან, ბატონ ჰასან ხალილსასთან
2022 წლის 2 მარტს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდის ვიცე პრეზიდენტი, ბატონი შალვა გოგოლაძე საქართველოში ორგანიზაცია UNICEF-ის დირექტორს, ბატონ ჰასან ხალილსა და მის მოადგილეს, ქალბატონ თამარ უბილავას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორივე ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობა, მიზნები, ამოცანები და გამოიკვეთა საერთო მიმართულებები. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე და სამომავლო პარტნიორობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ […]