info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

შეხვედრა UNICEF-ის დირექტორთან, ბატონ ჰასან ხალილსასთან

შეხვედრა UNICEF-ის დირექტორთან, ბატონ ჰასან ხალილსასთან
2022 წლის 2 მარტს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდის ვიცე პრეზიდენტი, ბატონი შალვა გოგოლაძე საქართველოში ორგანიზაცია UNICEF-ის დირექტორს, ბატონ ჰასან ხალილსა და მის მოადგილეს, ქალბატონ თამარ უბილავას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორივე ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობა, მიზნები, ამოცანები და გამოიკვეთა საერთო მიმართულებები.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე და სამომავლო პარტნიორობის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა.
2022 წლის 4 მარტი
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: