info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a
Posts by: useradmin
შეეჯიბრე და მოიგე ! მთაწმინდის პარკი
კვირას, 4 სექტემბერს, მთაწმინდის პარკი • Mtatsminda Park-ის ცენტრალურ მოედანზე 17:30-დან 19:00 საათამდე გაიმართება წამახალისებელი გათამაშება მაგიდის ჩოგბურთში, სადაც ნებისმიერს მსურველს შეეძლება მონაწილეობის მიღება უფასოდ შემთხვევითი პრინციპით არჩეული მონაწილე, რომელიც დაამარცხებს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრს ცოტნე ქობალიას, ანასტასია ჩხარტიშვილს ან თეკლა ლიპარტელიანს, საჩუქრად მიიღებს JOOLA Table Tennis-ის ჩოგნების ნაკრებს შეგახსენებთ, რომ 15 დღეში, საქართველო მასპინძლობს მაგიდის ჩოგბურთის […]
შეეჯიბრე და მოიგე ! ლისის ტბა
ხვალ ლისის ტბის მთავარ შესასვლელთან 17:30-დან 19:00 საათამდე გაიმართება წამახალისებელი გათამაშება მაგიდის ჩოგბურთში, სადაც ნებისმიერს მსურველს შეეძლება მონაწილეობის მიღება. მონაწილე, რომელიც დაამარცხებს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრს აკაკი გაბიცინაშვილს, ნიკოლოზ რაზმაძეს ან თამარ მათითაშვილს, საჩუქრად მიიღებს JOOLA საქართველო-ს ჩოგნების ნაკრებს. სულ რაღაც 16 დღეში, საქართველო მასპინძლობს World Table Tennis-ის ახალგაზრდულ სერიას, სადაც მონაწილეობას მიიღებს 18 ქვეყნის 125 […]
ესეც RDYE პროექტის საბაზისო სამეწარმეო ტრენინგები რუსთავში
კოლეჯ “მოდუსთან” და “რუსთავის ინოვაციების ჰაბთან” თანამშრომლობით RDYE პროექტის ფარგლებში უკვე სამი სამეწარმეო ტრენინგი ჩატარდა, რომელთაც გენო იმერლიშვილი და მიხეილ ლობჟანიძე უძღვებოდნენ. RDYE გუნდი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს ტრენინგის გავლას და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალში! სამეწარმეო ტრენინგზე დარეგისტრირებულ დანარჩენ ახალგაზრდებთან დაკავშირება ეტაპობრივად მოხდება და შესაბამისად დაიგეგმება მომდევნო ტრენინგებიც. შეგახსენებთ, რომ პროექტი “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” (RDYE) […]
სპორტული კომპლექსი არენა 2 უმასპინძლებს მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო თასის სერიის ეტაპს 19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში
19-25 სექტემბერს სპორტული კომპლექსი არენა 2 უმასპინძლებს მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიო თასის სერიის ეტაპს 19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ღონისძიების მთავარი ორგანიზატორია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი ტურნირში 18 ქვეყნის 125 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. 2022 წელი.
მარნეულში უკვე RDYE პროექტის სამი საბაზისო სამეწარმეო ტრენინგები ჩატარდა
სამეწარმეო ტრენინგებს ორგანიზაცია “სიქასთან” თანამშრომლობით ტრენერები ინგა პაიჭაძე და ლიამან მამედოვა უძღვებოდნენ. RDYE გუნდი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს ტრენინგის გავლას და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალში! მათთან, ვინც საბაზისო სამეწარმეო ტრენინგზე დარეგისტრირდა, დაკავშირება ეტაპობრივად მოხდება და შესაბამისად დაიგეგმება მომდევნო ტრენინგებიც. შეგახსენებთ, რომ პროექტი “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” (RDYE) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის მხარდამჭერები არიან […]
RDYE პროექტის საბაზისო სამეწარმეო ტრენინგები უკვე წალკაშიც დაიწყო
სამეწარმეო ტრენინგებს ორგანიზაცია “ეს წალკაა LAG” თანამშრომლობით მარინე ბერიანიძე და ციცინო გობაძე უძღვებიან. RDYE გუნდი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს ტრენინგის გავლას და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალში! მათთან, ვინც საბაზისო სამეწარმეო ტრენინგზე დარეგისტრირდა, დაკავშირება ეტაპობრივად მოხდება და შესაბამისად დაიგეგმება მომდევნო ტრენინგებიც. შეგახსენებთ, რომ პროექტი “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” (RDYE) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარეობს. პროექტის მხარდამჭერები […]
ბოლნისში ჩატარებული „საბაზისო სამეწარმეო ტრენინგების“ შესახებ
ბოლნისში ჩატარებული „საბაზისო სამეწარმეო ტრენინგების“ შესახებ. აღნიშნული აქტივობა ხორციელდება სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ფარგლებში. RDYE პროექტი 4 სამიზნე რეგიონის (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და მცხეთა-მთიანეთი) 18 მუნიციპალიტეტს ფარავს და ხორციელდება „მერსი ქორფს საქართველოს“ მიერ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია სპორტის, ტურიზმისა და […]
12 აგვისტო – ახალგაზრდობის დღე!
ახალგაზრდები მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობის მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენენ. მათ შეუძლიათ საკუთარი პოტენციალით, უნარებით და აქტიური ჩართულობით ხელი შეუწყონ საყოველთაო და სასიკეთო ცვლილებებს და წამყვანი როლი შეასრულონ სიახლეების ინიცირებისა და დანერგვის პროცესში. სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, სხვადასხვა აქტივობებისა და პროექტების მეშვეობით, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდების მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; ახალგაზრდების […]
ბორჯომის, თეთრიწყაროს, ახალციხისა და გორის მუნიციპალიტეტების შემდგომ, „საბაზისო სამეწარმეო ტრენინგები“ ამჯერად ჩატარდა თიანეთის მუნიციპალიტეტში.
ბორჯომის, თეთრიწყაროს, ახალციხისა და გორის მუნიციპალიტეტების შემდგომ, „საბაზისო სამეწარმეო ტრენინგები“ ამჯერად ჩატარდა თიანეთის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული აქტივობა პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ფარგლებში ხორციელდება ოთხი სამიზნე რეგიონის (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და მცხეთა-მთიანეთი) 18 მუნიციპალიტეტში. აღნიშნულ ხუთ მუნიციპალიტეტში, ჯამურად, 20 ტრენინგი ჩატარდა. ეტაპობრივად გაგრძელდება საბაზისო ტრენინგები დარჩენილი დარეგისტრირებული პირებისთვის. საერთო ჯამში კი პროექტის ფარგლებში […]
პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ფარგლებში გრძელდება „საბაზისო სამეწარმეო ტრენინგები
პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ფარგლებში გრძელდება „საბაზისო სამეწარმეო ტრენინგები“ სამიზნე რეგიონების მუნიციპალიტეტებში. ამჯერად, აღნიშნული ტრენინგი გორის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. • ტრენინგების დასრულების შემდეგ, ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებულები ერთკვირიან ინტენსიურ გადამზადების კურსს გაივლიან და ბიზნეს გეგმების კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებული ახალგაზრდული საწარმოები კი საგრანტო დაფინანსებას მიიღებენ. • RDYE პროექტი ხორციელდება „მერსი ქორფს საქართველოს“ მიერ ავსტრიის განვითარების […]