info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

ბორჯომის, თეთრიწყაროს, ახალციხისა და გორის მუნიციპალიტეტების შემდგომ, „საბაზისო სამეწარმეო ტრენინგები“ ამჯერად ჩატარდა თიანეთის მუნიციპალიტეტში.

 აღნიშნული აქტივობა პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ფარგლებში ხორციელდება ოთხი სამიზნე რეგიონის (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და მცხეთა-მთიანეთი) 18 მუნიციპალიტეტში.
 აღნიშნულ ხუთ მუნიციპალიტეტში, ჯამურად, 20 ტრენინგი ჩატარდა. ეტაპობრივად გაგრძელდება საბაზისო ტრენინგები დარჩენილი დარეგისტრირებული პირებისთვის. საერთო ჯამში კი პროექტის ფარგლებში 1500-ზე მეტი 18-35 წლის ასაკის ახალგაზრდა გადამზადდება.
 ტრენინგების ციკლის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებულები ერთკვირიან ინტენსიურ გადამზადების კურსს გაივლიან და ბიზნეს გეგმების კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებული ახალგაზრდული საწარმოები კი საგრანტო დაფინანსებას მიიღებენ.
RDYE პროექტი ხორციელდება „მერსი ქორფს საქართველოს“ მიერ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADA) დაფინანსებით. პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
2022 წლის 12 აგვისტო.
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: