info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

შეეჯიბრე და მოიგე ! ლისის ტბა

შეეჯიბრე და მოიგე ! ლისის ტბა

ხვალ ლისის ტბის მთავარ შესასვლელთან 17:30-დან 19:00 საათამდე გაიმართება წამახალისებელი გათამაშება მაგიდის ჩოგბურთში, სადაც ნებისმიერს მსურველს შეეძლება მონაწილეობის მიღება.

მონაწილე, რომელიც დაამარცხებს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრს აკაკი გაბიცინაშვილს, ნიკოლოზ რაზმაძეს ან თამარ მათითაშვილს, საჩუქრად მიიღებს JOOLA საქართველო-ს ჩოგნების ნაკრებს.

სულ რაღაც 16 დღეში, საქართველო მასპინძლობს World Table Tennis-ის ახალგაზრდულ სერიას, სადაც მონაწილეობას მიიღებს 18 ქვეყნის 125 სპორტსმენი

ღონისძიების მხარდამჭერია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი – STY Foundation.

2022 წლის 2 სექტემბერი.

კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: