info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a
Posts by: useradmin
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდობის მხარდამჭერი კიდევ ერთი პროექტი დაიწყო
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდობის მხარდამჭერი კიდევ ერთი პროექტი დაიწყო. ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ 1,500-ზე მეტ ახალგაზრდას მისცემს შესაძლებლობას სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები განივითარონ. პროექტში მონაწილეობის შემდეგ ისინი შეძლებენ შექმნან ან გააფართოონ 50-ზე მეტი სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო და ბიზნესი. 3.5 წლიან პროექტს ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის […]
მემორანდუმი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს შორის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტი თანამშრომლობას სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში გულისხმობს. პირველი პროექტი, რომელზეც ორი ორგანიზაცია ითანამშრომლებს საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი ყველაზე დიდი საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება იქნება. „გარბენი უკრაინისთვის“ 5 ივნისს გაიმართება და მასში მონაწილეობას ყველა მსურველი შეძლებს. საქველმოქმედო გარბენში მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია, შემოსული თანხა სრულად […]
უკრაინის მხარდამჭერი ყველაზე დიდი საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება გაიმართება!
5 ივნისს საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი ყველაზე დიდი საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება გაიმართება! „გარბენი უკრაინისთვის“ სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით კახეთში ჩატარდება. მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია, შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. რეგისტრაცია ორ საფეხურიანია: ბილეთის შეძენა – bit.ly/38WA0ma სარეგისტრაციო ფორმის შევსება – bit.ly/38W4c0S ტრანსპორტირებას თბილისიდან კახეთში და უკან ფონდი უზრუნველყოფს. ყველა […]
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და ფრიდრიხ ებერტის ფონდს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა.
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და ფრიდრიხ ებერტის ფონდს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ, ასევე საუბარი შეეხო ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივას. ფრიდრიხ ებერტის ფონდი ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ავითარებს, ახორციელებს და მხარს უჭერს პროექტების ფართო სპექტრს სამი მიმართულებით: მონაწილეობა და დემოკრატია სოციალური სამართალი, ეკონომიკა და შრომითი […]
DVV International საქართველოს ოფისს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და DVV International საქართველოს ოფისს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. ფონდის წარმომადგენლებს საქართველოს ოფისის დირექტორმა, ქალბატონმა ლალი სანთელაძემ უმასპინძლა. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ, ასევე საუბარი შეეხო ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივას. DVV International-ი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია საქართველოში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის (LLL) საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა, […]
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა. ჰაიდი გრაუმ არენა • Arena Sports Complex ფონდის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ყინულის მოედანი დაათვალიერა. გაიმართა ორმხრივი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაც. სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს ფონდის საქმიანობა, მიზნები და გეგმები გააცნო. მხარეებმა მომავალში […]
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სტუდენტებსა და ბავშვებს შორის მძლეოსნობაში ღია პირველობა გაიმართა
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით სტუდენტებსა და ბავშვებს შორის მძლეოსნობაში ღია პირველობა გაიმართა. ვიქტორ სანეევის სახელობის პრიზზე შეჯიბრში მხოლოდ მოყვარული სპორტსმენები მონაწილეობდნენ, მთელი ქვეყნიდან 90 ახალგაზრდა. გამარჯვებულები ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა შალვა გოგოლაძემ დააჯილდოეს. ასევე შეჯიბრის ყველაზე უმცროს მონაწილეს გადაეცა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის სპეციალური პრიზი. 2022 წლის 28 […]
ფონდის ახალი პროექტი – „ქუჩის მხიარული სტარტები“
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი ახალ საბავშვო პროექტს იწყებს. მაისში თბილისში „ქუჩის მხიარული სტარტები“ აიღებს სტარტს და მთელ დედაქალაქს მოიცავს. ეს იქნება მასშტაბური სპორტულ-გასართობი ღონისძიებები, რომელშიც ასობით ბავშვი ჩაერთვება. სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდისთვის პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის შესუსტების ფონზე. მოზარდებს მიეცემათ შესაძლებლობა დაკავდნენ ფიზიკური აქტივობით და ერთად მეტი დრო გაატარონ. „მე ვფიქრობ […]
დახმარება უკრაინულ ოჯახებს
ომის გამო საქართველოში ჩამოსულ და ქვეყანაში ჩარჩენილ ასამდე უკრაინულ ოჯახს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი დაეხმარა. უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა სახის პირველადი საჭიროების ტექნიკა და ნივთები გადაეცათ. სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ მცხოვრებ უკრაინელებს დღეს ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა და დახმარებას მომავალშიც დაჰპირდა. „მატერიალურ მხარდაჭერასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანია მორალური მხარდაჭერა. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სპორტული საზოგადოება […]
მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღე წეროვანში
სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა, ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად წეროვნის N3 საჯარო სკოლას სპორტული ინვენტარი გადასცა. სკოლაში, რომელშიც ძირითადად საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილი მოზარდები სწავლობენ, მაგიდის ჩოგბურთის სივრცე წლებია აღარ ფუნქციონირებდა. დღეიდან კი ყველა მოსწავლე შეძლებს სპორტის ამ სახეობას დაეუფლოს. სკოლის მოსწავლეებს სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საქართველოს მაგიდის […]