info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

უკრაინის მხარდამჭერი ყველაზე დიდი საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება გაიმართება!

უკრაინის მხარდამჭერი ყველაზე დიდი საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება გაიმართება!
5 ივნისს საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი ყველაზე დიდი საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება გაიმართება!
 „გარბენი უკრაინისთვის“ სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით კახეთში ჩატარდება.
  მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია, შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.
 
 რეგისტრაცია ორ საფეხურიანია:
 ბილეთის შეძენა – bit.ly/38WA0ma
 სარეგისტრაციო ფორმის შევსება – bit.ly/38W4c0S
 ტრანსპორტირებას თბილისიდან კახეთში და უკან ფონდი უზრუნველყოფს. ყველა მონაწილე ადგილზე მიიღებს მაისურს უკრაინის სიმბოლიკით. 10 კმ სიგრძის დისტანციაზე გამოვლინდება 2 გამარჯვებული, ქალებსა და მამაკაცებს შორის.
 ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, biletebi.ge და უკრაინელი მოხალისეების ორგანიზაცია „გაერთიანება უკრაინისთვის“.
 2022 წლის 6 მაისი
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: