info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a
Posts by: tornike khvtisiashvili
- By tornike khvtisiashvili
- 20/02/2023
- 0
- სიახლეები
საქართველოს ღია ჩემპიონატი პულში
საბილიარდო კლუბ მეტროპულში სპორტის, ტურიზმისა და ახლაგზრდობის საერთაშორისო ფონდსა და ბილიარდის ეროვნულ ფედარაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ტარდება საქართველოს ღია ჩემპიონატი პულში, (წყვილები), სახეობა 9 ball. ტურნირზე საქართველოს 32 უძლიერესი მოთამაშე მონაწილეობს. ტურნირი ტარდება ნახევრად ოლიმპიური სისტემით. ეს უკვე რიგით მეორე ტურნირია რომელიც ფონდის ხელშეწყობით ტარდება. წლის განმავლობაში იგეგმება რამდენიმე ტურნირი პროფესინალებს შორის და ასევე […]
- By tornike khvtisiashvili
- 13/02/2023
- 0
- სიახლეები
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი კვლავ აგრძელებს ახალგარზრდა სპორტსმენების წახალისებას
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი კვლავ აგრძელებს ახალგარზრდა სპორტსმენების წახალისებას. ფონდმა 13 თებერვალს სპორტ კომპლექს არენა 2-ის კრივის დარბაზრში უმასპინძლა ახალგაზრდა მოკრივეებს და საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა. ფონდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდა ნიჭიერი სპორტსმენების მხარდაჭერა. ფონდი აქტიურად გააგრძელებს თბილისსა და რეგიონებში სპორტული სკოლების ინვენტარით აღჭურვას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. 2023 წლის 13 თებერვალი
- By tornike khvtisiashvili
- 10/02/2023
- 0
- სიახლეები
მემორანდუმი საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციასთან
10 თებერვალს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმს ფონდის მხრიდან ხელი მოაწერა ფონდის პრეზიდენტმა ბატონმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო ფედერაციის მხრიდან პრეზიდენტმა ალექსანდრე ნიკოლეიშვილმა. მემორანდუმის ფარგლებში ფონდი და ფედერაცია უახლოეს მომავალში ერთობლივად ჩაატარებს წყალბურთის ტურნირს.ტურნირი ჩატარდება სპორტულ კომპლექს რუსთავი არენაზე. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს ბათუმი,ქუთაისის,თბილისის და […]
- By tornike khvtisiashvili
- 31/01/2023
- 0
- სიახლეები
“წლის საუკეთესო ახალი პროექტი”
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ” (სსჟა) სხვადასხვა ნომინაციაში წლის საუკეთესოები ტრადიციული რეფერენდუმის შედეგად დაასახელა. “პულმანში” საგანგებოდ მოწყობილ ღონისძიებაზე 2022 წლის საუკეთესოები ხუთ ნომინაციაში – საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო ქალი სპორტსმენი, საუკეთესო გუნდი/ნაკრები, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი, საუკეთესო მწვრთნელი და საუკეთესო პარასპორტსმენი გამოვლინდა. სსჟა-ს რეფერენდუმში, რომელიც 1964 წლიდან ტარდება, მონაწილეობა მიიღო 40-მა ჟურნალისტმა. საპატიო პრიზით “წლის საუკეთესო ახალი პროექტი” […]
- By tornike khvtisiashvili
- 28/01/2023
- 0
- სიახლეები
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა 2022 წელი შეაჯამა
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა 2022 წელი შეაჯამა. საზეიმო საღამოს ესწრებოდნენ ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, სპორტული ფედერაციების, მედიისა და საელჩოების წარმომადგენლები, ასევე ფონდის პარტნიორები. წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ქართული სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის დაჯილდოეს ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, ხოლო ფონდის კეთილი ნების ელჩებს, ზაზა ფაჩულიას და დათა ხოჭოლავას პრიზები საქართველოში დაბრუნების […]
- By tornike khvtisiashvili
- 18/01/2023
- 0
- სიახლეები
მემორანდუმი ორბელიანის ფონდთან
17 იანვარს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა და ორბელიანის ფონდმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის ფარგლებში ფონდი და ორბელიანი მეტი ერთად შეარჩევენ საპროექტო წინადადებებს. ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა. 2023 წლის 18 იანვარი
- By tornike khvtisiashvili
- 28/12/2022
- 0
- სიახლეები
სპორტული ინვენტარი რეგიონებს
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ინიციატივით და საქართველოში გერმანიის ფედერეციული რესპუბლიკის საელჩოს თანადაფინანსებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებს საჩუქრად გადაეცემა კრივის და სხვა სპორტული ინვენტარი. პროექტის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში – დავით ესათიამ.პროექტის მიზანია რეგიონებში ჯანსაღი ცხროვრების წესის ხელშეწყობა ბავშვებში, საგანმანათლებლო და სპორტულ პროექტებში ჩართულობის წახალისება და სპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდა ახალგაზრდებში. […]
- By tornike khvtisiashvili
- 27/12/2022
- 0
- სიახლეები
მემორანდუმი ლიეტუვის ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოსთან (LiJOT)
2022 წლის 26 დეკემბერს გაფორმდა მემორანდუმი ლიეტუვის ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საბჭოსა (LiJOT) და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს შორის. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბებას საბჭოსა და ფონდს შორის, რომელიც მოიცავს ახალგაზრდობის გაძლიერებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერას, სხვადასხვა საგანმანათლებლო და ახალგაზრდული აქტივობების ორგანიზებასა და ხელშეწყობას, განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატების მხარდაჭერას და სხვა. 2022 […]
- By tornike khvtisiashvili
- 27/12/2022
- 0
- სიახლეები
სტუმრობა №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბატონ ლევან კობიაშვილთან ერთად
სპორტის,ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლობით და ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანადგომით, №8 პენიტენციურ დაწესებულებას სტუმრობდა ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ლევან კობიაშვილი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მოინახულა №8 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვანი მსჯავრდებულები და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.ბატონი ლევანი ესაუბრა არასრულწლოვან მსჯარდებულებს თავისი განვლილი კარიერის შესახებ და გაუზიარა პირადი გამოცდილება. აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა […]
- By tornike khvtisiashvili
- 25/12/2022
- 0
- სიახლეები
მემორანდუმი საქართველოს ბილიარდის ეროვნულ ფედერაციასთან
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს ბილიარდის ეროვნულ ფედერაციასთან. მემორანდუმს, ფონდის მხრიდან პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო ფედერაციის მხრიდან პრეზიდენტმა, ბაკურ ხუნდაძემ მოაწერეს ხელი. ფედერაციის და ფონდის მხარდაჭერით და დაფინანსებით 24-25 დეკემბერს თბილისში გაიმართება 2022 წლის სეზონის შემაჯამებელი/დასკვნითი ტურნირი „გრანდ ფინალი“ (GRAND FINALE). აღნიშნული მემომარდუმის ფარგლებში ზემოხსენებული თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება და სამომავლოდ […]