გარბენი ჩატარდება თელავის მუნიციპალიტეტში, ლოპოტას მიმდებარედ. ტრანსპორტირებას თბილისიდან კახეთში და უკან ფონდი უზრუნველყოფს. ყველა მონაწილე ადგილზე მიიღებს მაისურს უკრაინის სიმბოლიკით. 10 კმ სიგრძის დისტანციაზე გამოვლინდება 2 გამარჯვებული, ქალებსა და მამაკაცებს შორის.