info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

საქართველოს ქალ მსჯავრდებულ მოჭადრაკეთა ნაკრების დაჯილდოვება

საქართველოს ქალ მსჯავრდებულ მოჭადრაკეთა ნაკრების დაჯილდოვება
2021 წლის 21 ოქტომბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა საქართველოს ქალ მსჯავრდებულ მოჭადრაკეთა ნაკრების დაჯილდოვების ცერემონია.
მსოფლიო ჩემპიონებს სპეციალური პრიზები სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდთან და იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენიცურ სამსახურთან ერთად გადასცა ქართველმა მოჭადრაკემ, დიდოსტატმა, ნონა გაფრინდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალ მსჯავრდებულთა ნაკრებმა 13-14 ოქტომბერს გამართულ მსჯავრდებულთა პირველ ონლაინ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვება მოიპოვა.
ღონისძიებაში 31 ქვეყნის 43 მსჯავრდებული გუნდი მონაწილეობდა.
ჩემპიონატი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.
ჩემპიონატი „ჭადრაკი მშვიდობისთვის“ პროგრამის ნაწილია, რომელსაც საფუძველი 2020 წელს ჩაეყარა.
ჩემპიონატში მონაწილე 43 გუნდიდან ქალთა 5 და არასრულწლოვანთა 3 გუნდი გახლდათ.
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა სრულად დააფინანსა საქართველოს ქალ მსჯავრდებულთა შიდა ტურნირებისა და ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპები. ხოლო პრიზიორებისთვის კი სპეციალური ჯილდოები დააწესა.
აღსანიშნავია ასევე, რომ ფონდის დაფინანსებით ჭადრაკის ინვენტარით აღიჭურვა სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულება.
შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა.
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: