info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი დაბა ფასანაურის ახალი სპორტული კომპლექსის ძიუდოს აკადემიაში

ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი დაბა ფასანაურის ახალი სპორტული კომპლექსის ძიუდოს აკადემიაში
ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი დაბა ფასანაურის ახალი სპორტული კომპლექსის ძიუდოს აკადემიაში.
2021 წლის 17 დეკემბერს, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი დაბა ფასანაურში მდებარე ახალ სპორტულ კომპლექსს ესტუმრა და დუშეთის მერთან, ქალბატონ მანანა ნარიმანიძესთან ერთად ძიუდოს აკადემია მოინახულა.
აკადემიის გახსნა იანვრის თვეში იგეგმება და ფონდის პრეზიდენტმა გამოხატა მზაობა დაეხმაროს მუნიციპალიტეტს დარბაზის ინვენტარით აღჭურვაში და ბავშვებს შესაბამისი სპორტული ეკიპირებით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასეთი სახის ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება, რომლის მთავარი ამოცანაა ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა, ასევე სპორტის ხელმისაწვდომობა ყველასთვის.
შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა.
Share :