info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით გრძელდება „საბაზისო სამეწარმეო ტრენინგების“ ციკლი

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით გრძელდება „საბაზისო სამეწარმეო ტრენინგების“ ციკლი
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით გრძელდება „საბაზისო სამეწარმეო ტრენინგების“ ციკლი. აღნიშნული 2-დღიანი ტრენინგი ამჯერად ახალციხეში ჩატარდა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის.
 3,5-წლიანი პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ხორციელდება „მერსი ქორფს საქართველოს“ მიერ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის დაფინანსებით. პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
 პროექტი 18 სამიზნე მუნიციპალიტეტს ფარავს და 1500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას შესაძლებლობას აძლევს ტრენინგების მეშვეობით განივითარონ სამეწარმეო უნარები და მიიღონ არსებული ან ახალი საწარმოს დაფინანსების შესაძლებლობა.
2022 წლის 5 აგვისტო.
Share :