info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

საერთაშორისო ფონდის დელეგაციის შეხვედრა საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ნაკრებთან

საერთაშორისო ფონდის დელეგაციის შეხვედრა საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ნაკრებთან
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის დელეგაცია ბათუმში საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ნაკრებს საწვრთნელ შეკრებაზე ესტუმრა.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ნაკრები წინა საშეჯიბრო შეკრებას გადის ბათუმში და ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 2021 წლის 7-17 დეკემბერს გაიმართება უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში.
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ვიცე პრეზიდენტთან შალვა გოგოლაძესთან და ფონდის სხვა წარმომადგენლებტან ერთად ეროვნულ ნაკრებს ბათუმში შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა, როგორც ძალოსნობის მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ასევე მათ სამომავლო კარიერაში.
ვიზიტის ფარგლებში, სპორტსმენებთან შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ ეროვნული ნაკრების ჩემპიონები ფონდის ელჩები გახდებიან და ასევე საქართველოს 10 რეგიონში მოხდება ძალოსნობის ბაზის დაფუძნება.
შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა.
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: