RDYE პროექტის ფარგლებში წარმატებით დასრულდა ტრენერთა გადამზადების II ტრენინგიც!
RDYE პროექტის ფარგლებში წარმატებით დასრულდა ტრენერთა გადამზადების II ტრენინგიც!
17-19 ივნისს, 3-დღიანი TOT ტრენინგის შედეგად გადამზადდა 18 ტრენერი სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან, რომლებიც პროექტის მონაწილეებს საბაზისო სამეწარმეო ტრენინგს ჩაუტარებენ.
ტრენერებმა ასევე მოისმინეს პროექტის მხარდამჭერის – ლიბერთი ბანკის წარმომადგენლის მიერ ფინანსური და საბანკო საქმის შესახებ პრეზენტაცია, რაც პროექტის მონაწილე ახალგაზრდა მეწარმეებს ფინანსური განათლების დონის ამაღლებაში შეუწყობს ხელს.
ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.
პროექტის განხორციელების მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.