info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

RDYE პროექტის საბაზისო სამეწარმეო ტრენინგები დუშეთში

RDYE პროექტის საბაზისო სამეწარმეო ტრენინგები დუშეთში
მთლიანობაში პროექტმა უკვე 18 სამიზნე მუნიციპალიტეტი მოიცვა, სადაც 56 ტრენინგი ჩატარდა და 700-მდე ადგილობრივი ახალგაზრდა გადამზადდა.
RDYE პროექტის ფარგლებში, მცხეთა მთიანეთის რეგიონალურ ჰაბთან თანამშრომლობით, უკვე სამი სამეწარმეო ტრენინგი ჩატარდა, რომელთაც ნინო თიგიშვილი და თინათინ გიანაშვილი უძღვებოდნენ.
RDYE გუნდი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს ტრენინგის გავლას და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალში!
სამეწარმეო ტრენინგზე დარეგისტრირებულ დანარჩენ ახალგაზრდებთან დაკავშირება ეტაპობრივად მოხდება და შესაბამისად დაიგეგმება მომდევნო ტრენინგებიც.
შეგახსენებთ, რომ პროექტი “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის”
(RDYE) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარეობს.
პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
2022 წლის 1 ოქტომბერი.
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: