info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

RDYE პროექტის ფარგლებში, ბორჯომში ტრენერთა გადამზადების პირველი ტრენინგი გაიმართა.

RDYE პროექტის ფარგლებში, ბორჯომში ტრენერთა გადამზადების პირველი ტრენინგი გაიმართა.

10-12 ივნისს, RDYE პროექტის ფარგლებში, ბორჯომში ტრენერთა გადამზადების პირველი ტრენინგი გაიმართა.

3-დღიანი ტრენინგის შედეგად გადამზადდა 18 ტრენერი სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან, რომლებიც პროექტის მონაწილეებს საბაზისო სამეწარმეო ტრენინგს ჩაუტარებენ.

ტრენერებმა ასევე მოისმინეს პროექტის მხარდამჭერის – ლიბერთი ბანკის წარმომადგენლის მიერ ფინანსური და საბანკო საქმის შესახებ პრეზენტაცია, რაც პროექტის მონაწილე ახალგაზრდა მეწარმეებს ფინანსური განათლების დონის ამაღლებაში შეუწყობს ხელს.

ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.

პროექტის განხორციელების მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

 

2022 წლის 13 ივნისი

Share :