პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ფარგლებში გრძელდება „საბაზისო სამეწარმეო ტრენინგები
პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ფარგლებში გრძელდება „საბაზისო სამეწარმეო ტრენინგები“ სამიზნე რეგიონების მუნიციპალიტეტებში. ამჯერად, აღნიშნული ტრენინგი გორის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.
• ტრენინგების დასრულების შემდეგ, ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებულები ერთკვირიან ინტენსიურ გადამზადების კურსს გაივლიან და ბიზნეს გეგმების კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებული ახალგაზრდული საწარმოები კი საგრანტო დაფინანსებას მიიღებენ.
• RDYE პროექტი ხორციელდება „მერსი ქორფს საქართველოს“ მიერ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADA) დაფინანსებით. პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.