info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

მემორანდუმი საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციასთან

მემორანდუმი საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციასთან
 10 თებერვალს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
 მემორანდუმს ფონდის მხრიდან ხელი მოაწერა ფონდის პრეზიდენტმა ბატონმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო ფედერაციის მხრიდან პრეზიდენტმა ალექსანდრე ნიკოლეიშვილმა.
 მემორანდუმის ფარგლებში ფონდი და ფედერაცია უახლოეს მომავალში ერთობლივად ჩაატარებს წყალბურთის ტურნირს.ტურნირი ჩატარდება სპორტულ კომპლექს რუსთავი არენაზე. ტურნირში მონაწილეობას მიიღებს ბათუმი,ქუთაისის,თბილისის და რუსთავის გუნდები.
 სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი მთელი წლის განმავლობაში გეგმავს მსგავსი სახის ტურნირებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
 2023 წლის 10 თებერვალი
Share :