info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

მემორანდუმი საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციასთან

მემორანდუმი საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციასთან
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნულ ფედერაციასთან.
მემორანდუმს, ფონდის მხრიდან პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო ფედერაციის მხრიდან პრეზიდენტმა, გურამ გოგოლაძემ მოაწერეს ხელი.
თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში აღნიშნული სპორტის სახეობის განვითარებას.
აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის სრული დაფინანსებით 2022 წლის 18-24 აპრილს თბილისი უმასპინძლებს მაგიდის ჩოგბურთში მსოფლიო თასის ეტაპს ახალგაზრდებს შორის (11-დან 19 წლამდე).
შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა.
2022 წლის 4 თებერვალი
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: