info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

მემორანდუმი საქართველოს ბილიარდის ეროვნულ ფედერაციასთან

მემორანდუმი საქართველოს ბილიარდის ეროვნულ ფედერაციასთან
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს ბილიარდის ეროვნულ ფედერაციასთან.
 მემორანდუმს, ფონდის მხრიდან პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო ფედერაციის მხრიდან პრეზიდენტმა, ბაკურ ხუნდაძემ მოაწერეს ხელი.
 ფედერაციის და ფონდის მხარდაჭერით და დაფინანსებით 24-25 დეკემბერს თბილისში გაიმართება 2022 წლის სეზონის შემაჯამებელი/დასკვნითი ტურნირი „გრანდ ფინალი“ (GRAND FINALE).
 აღნიშნული მემომარდუმის ფარგლებში ზემოხსენებული თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება და სამომავლოდ დაიგეგმება მრავალი აქტივობა.
 შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა.
Share :