28 თებერვალს სპორტკომპლექს არენა 1-ში, სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდისა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ერთობლივი პროექტის – ყინულის მოედნის პრეზენტაცია გაიმართა.
ახალი პროექტის შესახებ ინფორმაცია, დამსწრე საზოგადოებას ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, არენას დირექტორმა გურამ გოგოლაძემ და ლიდერბეთის მარკეტინგის მენეჯერმა ბექა მახათაძე გააცნეს.
ყინულის ახალი დარბაზი, სპორტკომპლექს არენა 1-ში მოეწყობა, მშენებლობა კი დაახლოებით 2 თვეში დასრულდება. უმაღლესი სტანდარტებით მოწყობილ დარბაზში ვარჯიშის საშუალება, ექნებათ სპორტსმენებს ზამთრის სპორტის სახეობებში.
შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა.