საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ” (სსჟა) სხვადასხვა ნომინაციაში წლის საუკეთესოები ტრადიციული რეფერენდუმის შედეგად დაასახელა. “პულმანში” საგანგებოდ მოწყობილ ღონისძიებაზე 2022 წლის საუკეთესოები ხუთ ნომინაციაში – საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო ქალი სპორტსმენი, საუკეთესო გუნდი/ნაკრები, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი, საუკეთესო მწვრთნელი და საუკეთესო პარასპორტსმენი გამოვლინდა.
სსჟა-ს რეფერენდუმში, რომელიც 1964 წლიდან ტარდება, მონაწილეობა მიიღო 40-მა ჟურნალისტმა.
საპატიო პრიზით “წლის საუკეთესო ახალი პროექტი” დაჯილდოვდა “სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი” და პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი.