info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

ვასილ ლიპარტელიანი სპორტული ინტეგრაციის ფონდის დირექტორს, ნორბერტ რუბიშტეკს შეხვდა

ვასილ ლიპარტელიანი სპორტული ინტეგრაციის ფონდის დირექტორს, ნორბერტ რუბიშტეკს შეხვდა

2022 წლის 25 თებერვალს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ვასილ ლიპარტელიანი სპორტული ინტეგრაციის ფონდის დირექტორს, ნორბერტ რუბიშტეკს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომლის ფარგლებში ერთი მხრივ, ქართულმა მხარემ ისაუბრა ფონდის მიზნების, ამოცანების, განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს ორგანიზაციებს შორის შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და განიხილეს კონკრეტული წინადადებები.

სპორტის სფეროში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით აღნიშნულ ორგანიზაციას უდიდესი გამოცდილება აქვს, შესაბამისად ზემოხსენებული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ქვეყანაში სპორტის პოლიტიკის განვითარების მიმართულებით ეფექტიანი ნაბიჯების გადასადგმელად.

შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა.

2022 წლის 10 მარტი

კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: