სპორტის,ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი ქალაქ ზესტაფონის სპორტულ სკოლას ესტუმრა და სპორტული ინვენტარი გადასცა
სპორტის,ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი 30 ნოემბერს ესტუმრა ქალაქ ზესტაფონის სპორტულ სკოლას და მათ სამბოსა და ძიუდოს ფორმები და სპორტული ინვენტარი გადასცა.
ფონდი ყოველთვის მხარს უჭერს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებას. გორის, დუშეთის, ხარაგაულის და აჭარის შემდეგ ფონდი ზესტაფონის სკოლას დაეხმარა სპორტული ინვენტარით. საჩუქრების გადაცემას ესწრებოდა ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი. ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობით ფონდი კიდევ ბევრ დახმარებას დაჰპირდა ადგილობრივ სპორტსმენებს.
ფონდი აქტიურად გააგრძელებს რეგიონებში სპორტული სკოლების ინვენტარით აღჭურვას და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშეწყობას.