info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა 2022 წელი შეაჯამა

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა 2022 წელი შეაჯამა
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა 2022 წელი შეაჯამა. საზეიმო საღამოს ესწრებოდნენ ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, სპორტული ფედერაციების, მედიისა და საელჩოების წარმომადგენლები, ასევე ფონდის პარტნიორები.
 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ქართული სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის დაჯილდოეს ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, ხოლო ფონდის კეთილი ნების ელჩებს, ზაზა ფაჩულიას და დათა ხოჭოლავას პრიზები საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადაეცემათ.
 2023 წლის 28 იანვარი
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: