ფონდის მხარდაჭერით №11 პენიტენციურ დაწესებულებაში სპორტული ფესტივალი ჩატარდა.
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით №11 პენიტენციურ დაწესებულებაში სპორტული ფესტივალი ჩატარდა.
პენიტენციურ სისტემაში სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში, №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულთა შორის ტურნირი ჩატარდა სპორტის 4 სახეობაში: შაშში, მაგიდის ჩოგბურთში, კალათბურთსა და ფეხბურთში.
ტურნირი მსჯავრდებულთა სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად ჩართვას და მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
სპორტულ ფესტივალში გამარჯვებულებს საჩუქრად მედლები და თასები გადაეცათ.