info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

შეხვედრა წარმატებულ ვეტერან კალათბურთელთან ზაზა ფაჩულიასთან

შეხვედრა წარმატებულ ვეტერან კალათბურთელთან ზაზა ფაჩულიასთან
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტის შეხვედრა წარმატებულ ვეტერან კალათბურთელთან ზაზა ფაჩულიასთან.
2021 წლის 30 დეკემბერს, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის დელეგაცია ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას ესტუმრა და შეხვედრა გამართა წარმატებულ ვეტერან კალათბურთელთან ზაზა ფაჩულიასთან.
შეხვედრის ფარგლებში, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვით ზაზა ფაჩულია ფონდის საპატიო ელჩი გახდა.
აღნიშნული შეთანხმება გულისხმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას საქართველოს ყველა რეგიონში. დასაწყისისთვის, 2022 წლის პირველ ნახევარში, ზაზა ფაჩულია, ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონიდან შეარჩევს ნიჭიერ ახალგაზრდებს (სულ 10-მდე ახალგაზრდა), რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საწვრთნელ შეკრებაში. წვრთნასთან და საცხოვრებელ ხარჯებთან დაკავშირებულ ყველანაირ ფინანსებს აანაზღაურებს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთშორისო ფონდი. საწვრთნელი შეკრება გაიმართება ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში.
შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა.
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: