info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

შეეჯიბრე და მოიგე ! მთაწმინდის პარკი

შეეჯიბრე და მოიგე ! მთაწმინდის პარკი

კვირას, 4 სექტემბერს, მთაწმინდის პარკი • Mtatsminda Park-ის ცენტრალურ მოედანზე 17:30-დან 19:00 საათამდე გაიმართება წამახალისებელი გათამაშება მაგიდის ჩოგბურთში, სადაც ნებისმიერს მსურველს შეეძლება მონაწილეობის მიღება უფასოდ

შემთხვევითი პრინციპით არჩეული მონაწილე, რომელიც დაამარცხებს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრს ცოტნე ქობალიას, ანასტასია ჩხარტიშვილს ან თეკლა ლიპარტელიანს, საჩუქრად მიიღებს JOOLA Table Tennis-ის ჩოგნების ნაკრებს

შეგახსენებთ, რომ 15 დღეში, საქართველო მასპინძლობს მაგიდის ჩოგბურთის მსოფლიოს ახალგაზრდულ სერიას, სადაც მონაწილეობას მიიღებს 18 ქვეყნის 125 სპორტსმენი

ღონისძიების მხარდამჭერია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი – STY Foundation

2022 წლის 3 სექტემბერი.

კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: