info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-11 ფორუმი

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-11 ფორუმი
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის დაფინანსებით საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-11 ფორუმი ჩატარდა.
ახალგაზრდულ ფორუმში, რომელიც 2021 წლის 23-24 დეკემბერს გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელმა სამთავრობო უწყებებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიმართულებით მომუშავე ექსპერტებმა.
მე-11 ფორუმის მიზანი იყო ახალგაზრდობის სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, ახალგაზრდული ორგანიზაციების მონაწილეობა ახალგაზრდული პოლიტიკის პროცესებსა და მონიტორინგში.
  ამოცანები:
– 2020 – 2021 წელს ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე პროცესების გაცნობა მონაწილე ორგანიზაციებისთვის;
– ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგის მექანიზმების განხილვა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
– სფეროს საერთო მიმართულებების დასახვა სფეროს გაძლიერებისა და ცნობადობის გაზრდისთვის უახლოესი ერთი წლის განმავლობაში.
სამუშაო ფორმატი მოიცავდა პრეზენტაციებს, პლენარულ დისკუსიებს, მუშაობას ჯგუფებში, საერთო დისკუსიას.
ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-11 ფორუმს აფინანსებს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, დანიის ნაციონალური საბჭო და ახალი დემოკრატიის ფონდი.
შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა.
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: