info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

ფოტოფინიში 2021

საქართველოს პორტულ ფოტოგრაფთა ასოციაციასა და ფონდს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ფონდმა 12 000 ლარით დააფინანსა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ფოტო-გამოფენა ,,ფოტო-ფინიში 2021». 6 ფოტოგრაფის – პაატა ნაცვლიშვილის, ალექსანდრე კოტორაშვილის, ავთანდილ გურასპაშვილის, გიგა გურასპაშვილის, ლაშა კუპრაშვილისა და თამარ ყულუმბეგაშვილის პირადი არქივებიდან შეგროვდა 100-ზე მეტი ისტორიული ფოტო 1992 წლის ბარსელონას თამაშებიდან ტოკიოს 2020 წლის თამაშების ჩათვლით. გამოფენის დათვალიერება შესაძლებელი იყო ვაკის პარკში 18 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე.