info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

ნუგზარ სხირელის სახელობის ტურნირი 2021

ნუგზარ სხირელის სახელობის ტურნირი 2021
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის დელეგაცია, პრეზიდენტ ტარიელ ხეჩიკაშვილის ხელმძღვანელობით გორში, დამსახურებული მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის სახელობის ტურნირის ფინალურ შეხვედრას დაესწრო და გამორჩეული მოჭიდავეები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა.
ვიზიტის ფარგლებში ფონდის დელეგაცია ასევე საფეხბურთო კლუბ „გორის“ ფეხბურთელებს შეხვდა და მათ სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასეთი სახის ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება, რომლის მთავარი ამოცანაა ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა, ასევე სპორტის ხელმისაწვდომობა ყველასთვის.
შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა.
2021 წელი 17 ნოემბერი
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: