info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

მემორანდუმი საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტთან

მემორანდუმი საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტთან

2021 წლის 11 ნოემბერს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ფონდის მხრიდან პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო კომიტეტის მხრიდან პრეზიდენტმა რატი იონათამიშვილმა მოაწერეს ხელი.

ღონისძიება გაიმართა შერატონ მეტეხი პალასში.

შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა.

კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: