info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

მემორანდუმი საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციასთან

მემორანდუმი საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციასთან
2021 წლის 14 ოქტომბერს, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციასთან.
მემორანდუმს ფონდის მხრიდან პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო ფედერაციის მხრიდან პრეზიდენტმა, დავით წიკლაურმა მოაწერეს ხელი.
შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა.
დაგეგმილია საგრანტო კონკურსების გამოცხადება.
2021 წლის 14 ოქტომბერი.
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: