info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

მემორანდუმი საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციასთან.

მემორანდუმი საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციასთან.

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციასთან.

მემორანდუმს, ფონდის მხრიდან პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო ფედერაციის მხრიდან პრეზიდენტმა, გიორგი ქართველიშვილმა მოაწერეს ხელი.

თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში აღნიშნული სპორტის სახეობის განვითარებას, სკოლებში ფრენბურთის ლიგების განვითარებასა და მეტი მოსწავლის ჩართვას მასობრივ ფრენბურთში.

შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა.

2022 წლის 19 თებერვალი

კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: