info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ქართველი ჩემპიონებისა და მონაწილეების წიგნის პრეზენტაცია

ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ქართველი ჩემპიონებისა და მონაწილეების წიგნის პრეზენტაცია
დღეს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშოროსო ფონდში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ფონდის დაფინანსებით, ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ქართველი ჩემპიონებისა და მონაწილეების შესახებ წიგნი გამოიცემა, რომლის ავტორიც სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძეა.
წიგნში თავმოყრილი იქნება ჩანახატები სამ ლეგენდარულ ჩემპიონზე. ასევე მონაცემები ჰელსინკის ოლიმპიადაში მონაწილე სხვა ქართველ პრიზორებზე.
წელს საქართველოსთვის ისტორიული სპორტული მოვლენიდან ზუსტად 70 წელი გავიდა. 1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვება სამმა ქართველმა სპორტსმენმა – დავით ციმაკურიძემ, მედეა ჯუღელმა და რაფაელ ჩიმიშკიანმა მოიპოვეს, მათგან ორი გარდაცვლილია. წიგნი ძალოსნობაში პირველ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს,რაფაელ ჩიმიშკიანს ეძღვნება.
2022 წლის 24 მარტი
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: