info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნულ შეხვედრაში ფონდის მხრიდან პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა შალვა გოგოლაძემ, ხოლო ევროკავშირის დელეგაციის მხრიდან ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა და პროგრამის მენეჯერმა ნინო სამველიძემ მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრის ფარგლებში ფონდის წარმომადგენლებმა ევროკავშირის დელეგაციას გააცნეს ფონდის მიზნები, ამოცანები, მიმდინარე აქტივობები და სამომავლო გეგმები. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ფონდსა და ევროკავშირს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულების პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა.
2021 წელი 12 დეკემბერი
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: