info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

ჩვენი სტრატეგია

ჩვენი მიზანია, ახალგაზრდული პროექტები ემყარებოდეს სპორტის ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა სამართლიანობა და პატივისცემა, გამოვიყენოთ ისინი ეკონომიკური სისტემის განვითარებისთვის, რომელიც თავის მხრივ უნდა ემყარებოდეს სამართლიან კონკურენციას და თანაბარ განაწილებას.

 

განხორციელების გზები

  • თანადაფინანსება;
  • ინვესტიციების მოზიდვა;
  • გრანტების გაცემა;
  • ადვოკატირება/ექსპერტული მხარდაჭერა;
  • პარტნიორული თანამშრომლობების განვითარება;

ჩვენი ღირებულებებია

  • გუნდური მუშაობა
  • გამჭვირვალობა
  • ერთიანობა
  • განათლება/მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლა
  • ეკონომიკური განვითარება
  • ინოვაცია
  • ჩართულობა
  • ეფექტი/გავლენა/შედეგი

პრიორიტეტული მიმართულებები/საქმიანობის სფეროები

  • სპორტი
  • ტურიზმი
  • ახალგაზრდობა

თანამშრომლობა ეროვნულ დონეზე

  • საქართველოს მთავრობა
  • ახალგაზრდული ორგანიზაციები
  • სპორტული ორგანიზაციები

თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულება განსაზღვრავს საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედ სპორტულ და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. ამასთან ერთად, დოკუმენტი ემსახურება სპორტისა, ტურიზმისა და ახალგაზრდობის სფეროში საზღვარგარეთ არსებული საუკეთესო გამოცდილების შესწავლას და საქართველოში (ადგილობრივი რეალობის განთვალისწინებით) ამ პრაქტიკის დანერგვას.

საერთაშორისო თანამშრომლობის მიზანია ფონდის მიერ განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულების ხელშეწყობა და ამ ასპექტში საერთაშორისო ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა.

ორგანიზაციის საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების ხელშეწყობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია საზღვარგარეთ და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო (მათ შორის საქართველოში აკრედიტირებული უცხო ქვეყნების საელჩოები) და დონორი ორგანიზაციების, ასევე უცხოეთში აკრედიტებული პარტნიორი ორგანიზაციების ინფორმირება ფონდის პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების, დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

ამ პროცესში ფონდის ამოცანებია:

  • ადგილობრივი და საერთაშორისო ფონდების იდენტიფიცირება
  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის ხელშეწყობა
  • საერთაშორისო ორგანიზაციებში ინტეგრაცია (წევრობა)
  • თანამშრომლობა დიპლომატიურ კორპუსთან