info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

ფონდის საქმიანობაზე – განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე

ფონდის საქმიანობაზე – განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მანანა ქავთარაძე, გადაცემაში სპორტი იმედზე საუბრობენ ფონდის საქმიანობაზე – განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.
 “ჩვენი მთავარი დევიზი არის, რომ სპორტი უნდა იყოს ხელმისაწვდომი, არ უნდა იყოს ფუფუნების საგანი. იმ სოციალურად შეჭირვებული ოჯახის ბავშვებისთვის, ვისაც აქვთ ნიჭი და არ აქვთ შესაძლებლობა, მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ” – ტარიელ ხეჩიკაშვილი.
 “საამაყოა, პრეცენდენტის შექმნა, რომ ბიზნესი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სპორტის და ახალგაზრდობის განვითარებაში, ეს მართლა პირველია” – მანანა ქავთარაძე.
შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია საქართველოში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროგრამებისა და პროექტების ხელშეწყობა.
2022 წლის 30 იანვარი
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: