სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა ნონა გაფრინდაშვილს საჩუქრად სავარჯიშო მოწყობილობა გადასცა
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა ნონა გაფრინდაშვილს საჩუქრად სავარჯიშო მოწყობილობა გადასცა.
ტარიელ ხეჩიკაშვილთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი იქნება ფონდის კეთილი ნების ელჩი და ერთობლივად დაიგეგემება პროქტები ჭადრაკსა და ზოგადად სპორტის სფეროში.
ფონდი გასულ წელს დაფუძნდა და მისი მთავარი მიზანი კერძო ინვესტიციების მიზანმიმართული გამოყენებაა, რაც სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებული რესურსების გაძლიერებას გულისხმობს.
ზაზა ფაჩულიასა და დავით ხოჭოლავას შემდეგ ნონა გაფრინდაშვილი მესამე სპორტსმენია, რომელიც ფონდის ელჩი გახდა.