info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

ესეც RDYE პროექტის საბაზისო სამეწარმეო ტრენინგები რუსთავში

ესეც RDYE პროექტის საბაზისო სამეწარმეო ტრენინგები რუსთავში
კოლეჯ “მოდუსთან” და “რუსთავის ინოვაციების ჰაბთან” თანამშრომლობით RDYE პროექტის ფარგლებში უკვე სამი სამეწარმეო ტრენინგი ჩატარდა, რომელთაც გენო იმერლიშვილი და მიხეილ ლობჟანიძე უძღვებოდნენ.
RDYE გუნდი ულოცავს ყველა კურსდამთავრებულს ტრენინგის გავლას და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალში!
სამეწარმეო ტრენინგზე დარეგისტრირებულ დანარჩენ ახალგაზრდებთან დაკავშირება ეტაპობრივად მოხდება და შესაბამისად დაიგეგმება მომდევნო ტრენინგებიც.
შეგახსენებთ, რომ პროექტი “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის”
(RDYE) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარეობს.
პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
2022 წლის 2 სექტემბერი.
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: