DVV International საქართველოს ოფისს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და DVV International საქართველოს ოფისს შორის გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. ფონდის წარმომადგენლებს საქართველოს ოფისის დირექტორმა, ქალბატონმა ლალი სანთელაძემ უმასპინძლა.
მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ, ასევე საუბარი შეეხო ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივას.
DVV International-ი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია საქართველოში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის (LLL) საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ მოქალაქეებმა გამოიყენონ შესაძლებლობები საკუთარი თავისთვის, საზოგადოებისთვისა და მთელი ქვეყნისთვის.