info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a
სიახლეები
მემორანდუმი HIGHLANDER Georgia-სთან
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა პარტნიორობის მემორანდუმი HIGHLANDER Georgia-სთან გააფორმა. მემორანდუმი ითვალისწინებს ფონდის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულების – სპორტული ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობას. პარტნიორობის ფარგლებში ფონდი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მდგრადი სამთო ტურიზმისა და ეკომეგობრული სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაში. HIGHLANDER Georgia-ს პროექტი ხორციელდება ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ხელშეწყობით, პროექტის GRETA ფარგლებში. 2022 წლის 12 ივლისი
„იტალიის საელჩოს თასის“ მეორე ეტაპი
30 ივნისს საბურთალოს აკადემიის ბაზაზე – ბენდელას სახელობის სტადიონზე იტალიის საელჩოსა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით „იტალიის საელჩოს თასის“ მეორე ეტაპი გაიმართა, რომელშიც 4 გუნდი მონაწილეობდა. ლოკომოტივის აკადემია საბურთალოს აკადემია გრანდი სპაერი გაიმართა ნახევარფინალური, ფინალური და მესამე ადგილის მატჩები. ტურნირი საბურთალოს აკადემიის გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნული ღონისძიება ხელს უწყობს ფუტსალის განვითარებასა და ბავშვთა […]
იტალიის საელჩოს თასი
2022 წლის 24-25 ივნისს იტალიის საელჩოსა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით „იტალიის საელჩოს თასი“ იმართება, სადაც 8 გუნდი იღებს მონაწილეობას. ჩემპიონატი ტარდება 2 ასაკობრივ კატეგორიაში, (U15 და U12) 24 ივნისს ჩატარებულ U15-ის ჩემპიონატში 4 გუნდი მონაწილეობდა: ინტერის თბილისის აკადემია ვიკინგები სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია CFF გლდანის აკადემია არენაზე გამართულ ფუტსალის ტურნირს ეროვნული ნაკრების […]
RDYE პროექტის ფარგლებში წარმატებით დასრულდა ტრენერთა გადამზადების II ტრენინგიც!
RDYE პროექტის ფარგლებში წარმატებით დასრულდა ტრენერთა გადამზადების II ტრენინგიც! 17-19 ივნისს, 3-დღიანი TOT ტრენინგის შედეგად გადამზადდა 18 ტრენერი სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან, რომლებიც პროექტის მონაწილეებს საბაზისო სამეწარმეო ტრენინგს ჩაუტარებენ. ტრენერებმა ასევე მოისმინეს პროექტის მხარდამჭერის – ლიბერთი ბანკის წარმომადგენლის მიერ ფინანსური და საბანკო საქმის შესახებ პრეზენტაცია, რაც პროექტის მონაწილე ახალგაზრდა მეწარმეებს ფინანსური განათლების დონის ამაღლებაში შეუწყობს ხელს. ახალგაზრდული […]
ფეხბურთელი დავით ხოჭოლავა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ელჩი გახდა
ფეხბურთელი დავით ხოჭოლავა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ელჩი გახდა. ახალგაზრდა სპორტსმენი ამჟამად დანიაში თამაშობს და თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდების დანიურ კლუბებში მოხვედრის ხელშეწყობაა. დავით ხოჭოლავა ფონდის მეორე ელჩია. პირველი ზაზა ფაჩულია იყო. 2022 წლის 16 ივნისი
RDYE პროექტის ფარგლებში, ბორჯომში ტრენერთა გადამზადების პირველი ტრენინგი გაიმართა.
10-12 ივნისს, RDYE პროექტის ფარგლებში, ბორჯომში ტრენერთა გადამზადების პირველი ტრენინგი გაიმართა. 3-დღიანი ტრენინგის შედეგად გადამზადდა 18 ტრენერი სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან, რომლებიც პროექტის მონაწილეებს საბაზისო სამეწარმეო ტრენინგს ჩაუტარებენ. ტრენერებმა ასევე მოისმინეს პროექტის მხარდამჭერის – ლიბერთი ბანკის წარმომადგენლის მიერ ფინანსური და საბანკო საქმის შესახებ პრეზენტაცია, რაც პროექტის მონაწილე ახალგაზრდა მეწარმეებს ფინანსური განათლების დონის ამაღლებაში შეუწყობს ხელს. ახალგაზრდული მეწარმეობა […]
გარბენი უკრაინისთვის
2022 წლის 5 ივნისს უკრაინის მხარდასაჭერად ყველაზე მასშტაბური, საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება გაიმართა. „გარბენი უკრაინისთვის“ კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო, მათ შორის, ომის გამო საქართველოში დროებით ჩამოსულმა უკრაინელებმა. ღონისძიების ორგანიზატორი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდია. საქველმოქმედო გარბენიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. გარბენს მხარი დაუჭირეს ცნობილმა ქართველმა სპორტსმენებმა და სპორტულმა ფედერაციებმა. […]
“ორბელიანი საქართველო”
1 ივნისს, “ორბელიანი საქართველო”-ს ინიციატივით Sos ბავშვთა სოფელში გაიმართა ბავშვთა საერთაშორისო დღისთვის მიძღვნილი ღონისძიება ადგილობრივი ბავშვებისთვის. ღონისძიების მიზანი იყო Sos ბავშვთა სოფლის აღსაზრდელებისთვის დღის გალამაზება,რომელიც მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით და საჩუქრებით. “ორბელიანი საქართველო”-სთან ერთად ამ ღონისძიებაში ჩაერთო: Glovo; Mondelez Georgia; KFC; ზედაზენი; სულაკაურის გამომცემლობა; მინისო; სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. ჩვენი […]
70 ახალგაზრდა ჩაერთო • Run for Ukraine, საორგანიზაციო საკითხებში
70 ახალგაზრდა ჩაერთო ღონისძიების, გარბენი უკრაინისთვის • Run for Ukraine, საორგანიზაციო საკითხებში. ორგანიზაცია ჰელფინგ ჰენდ (Helping Hand) პროექტში მონაწილეობას უსასყიდლოდ მიიღებს. მოხალისეებს დღეს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა შალვა გოგოლაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მანჩო ქავთარაძემ უმასპინძლეს, მადლობა გადაუხადეს და პროექტის დეტალები გააცნეს. 2022 წლის 2 ივნისი
მემორანდუმი შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“-სთან
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი ორ ორგანიზაციას შორის სხვადასხვა პროექტებში პარტნიორობას გულისხმობს. პირველი ღონისძიება რომელშიც „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ ფონდის მხარდამჭერი გახდა, უკრაინისთვის გამართული მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება გარბენი უკრაინისთვის • Run for Ukraine იქნება. კომპანია ღონისძიების გენერალური სპონსორია. 2022 წლის 2 ივნისი