info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE)

„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE)
 23 ოქტომბერს, 2022, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი 20 ტრენერი პროექტის ფარგლებში დაგეგმილ „ინტენსიური ბიზნეს გადამზადების პროგრამის“ (Business Excellence Trainings/ BET) ტრენერთა ორდღიანი ტრენინგს (T o T) დაასრულებს.
 ორდღიანი ტრენინგის შედეგად სერტიფიცირებული ტრენერები პროექტის ფარგლებში დაგეგმილ შვიდდღიან ინტენსიურ ბიზნეს გადამზადების – BET ტრენინგებს განახორციელებენ. აღნიშნული BET პროგრამის შედეგად, სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ 200-მდე ახალგაზრდას შესაძლებლობა ეძლევა შეისწავლონ მეწარმეობის სხვადასხვა საკვანძო მიმართულებები მოამზადონ ბიზნეს გეგმები და RDYE პროექტის საგრანტო კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდები საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად შესაბამის დაფინანსებას მიიღებენ.
 ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.
 პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: