info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდობის მხარდამჭერი კიდევ ერთი პროექტი დაიწყო

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდობის მხარდამჭერი კიდევ ერთი პროექტი დაიწყო
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ახალგაზრდობის მხარდამჭერი კიდევ ერთი პროექტი დაიწყო.
,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ 1,500-ზე მეტ ახალგაზრდას მისცემს შესაძლებლობას სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები განივითარონ. პროექტში მონაწილეობის შემდეგ ისინი შეძლებენ შექმნან ან გააფართოონ 50-ზე მეტი სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო და ბიზნესი. 3.5 წლიან პროექტს ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.
 სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდისა და მერსი ქორფსის წარმომადგენლობას შორის ურთერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
2022 წლის 18 მაისი
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: