ახალგაზრდები მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობის მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენენ. მათ შეუძლიათ საკუთარი პოტენციალით, უნარებით და აქტიური ჩართულობით ხელი შეუწყონ საყოველთაო და სასიკეთო ცვლილებებს და წამყვანი როლი შეასრულონ სიახლეების ინიცირებისა და დანერგვის პროცესში.
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, სხვადასხვა აქტივობებისა და პროექტების მეშვეობით, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდების მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; ახალგაზრდების მეწარმეობის კომპეტენციების განვითარებასა და მათთვის დასაქმების მეტი შესაძლებლობების შექმნას; ახალგაზრდების განვითარებასა და კეთილდღეობას.