info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ბატონ თორნიკე რიჟვაძესთან

შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, ბატონ თორნიკე რიჟვაძესთან
12 სექტემბერს, სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი, შალვა გოგოლაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ თორნიკე რიჟვაძეს შეხვდნენ.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომლის ფარგლებში ფონდის წარმომადგენლებმა მასპინძელ მხარეს გააცნეს ახლად დაფუძნებული ფონდის მიზნები, ამოცანები, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
მხარეებმა განიხილეს, ერთობლივი თანამშრომლობის ფორმატში, აჭარაში სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების საკითხი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია საქართველოში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროგრამებისა და პროექტების ხელშეწყობა.
2021 წლის 12 სექტემბერი.
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: