info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

მემორანდუმი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან

მემორანდუმი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და  სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს  შორის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტი თანამშრომლობას სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში გულისხმობს.

პირველი პროექტი, რომელზეც ორი ორგანიზაცია ითანამშრომლებს  საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი ყველაზე დიდი საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება იქნება.  „გარბენი უკრაინისთვის“  5 ივნისს გაიმართება და მასში მონაწილეობას ყველა მსურველი შეძლებს.

საქველმოქმედო გარბენში მონაწილეობის ღირებულება 30  ლარია, შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია biletebi.ge-ზე.

რეგისტრაცია ორ საფეხურიანია:

ბილეთის შეძენა – bit.ly/38WA0ma

სარეგისტრაციო ფორმის შევსება – bit.ly/38W4c0S

5 ივნისს მონაწილეების ტრანსპორტირებას თბილისიდან კახეთში და უკან ფონდი უზრუნველყოფს. ყველა მონაწილე ადგილზე მიიღებს მაისურს უკრაინის სიმბოლიკით. 10 კმ სიგრძის დისტანციაზე გამოვლინდება 2 გამარჯვებული, ქალებსა და მამაკაცებს შორის.

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ამ მასშტაბის საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება საქართველოში არ ჩატარებულა. გარბენში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის ის მოქალაქეებიც, რომლებიც საქართველოში ომის გამო დროებით იმყოფებიან.

კახეთში გარბენის გარდა, 5 ივნისს მთელი დღის განმავლობაში  დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული და გასართობი აქტივობები, მოეწყობა სცენა, გაიმართება უკრაინელი ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

2022 წლის 11 მაისი

კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: