info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

გაცნობითი სახის შეხვედრა საფრანგეთის საელჩოსთან

გაცნობითი სახის შეხვედრა საფრანგეთის საელჩოსთან
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში ფონდის მხრიდან პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა შალვა გოგოლაძემ, ხოლო საელჩოს მხრიდან საელჩოს ატაშემ ურთიერთობების დარგში ლეონორა ფუნდმა მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრის ფარგლებში ფონდის წარმომადგენლებმა საელჩოს დელეგაციას გააცნეს ფონდის მიზნები, ამოცანები, მიმდინარე აქტივობები და სამომავლო გეგმები. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ფონდსა და საფრანგეთის შესაბამის ორგანიზაციებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულების პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა.
2021 წლის 21 დეკემბერი
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: