info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

გარბენი უკრაინისთვის

გარბენი უკრაინისთვის

2022 წლის 5 ივნისს უკრაინის მხარდასაჭერად ყველაზე მასშტაბური, საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება გაიმართა.

„გარბენი უკრაინისთვის“ კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო, მათ შორის, ომის გამო საქართველოში დროებით ჩამოსულმა უკრაინელებმა.

ღონისძიების ორგანიზატორი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდია. საქველმოქმედო გარბენიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

გარბენს მხარი დაუჭირეს ცნობილმა ქართველმა სპორტსმენებმა და სპორტულმა ფედერაციებმა. ღონისძიების მხარდამჭერი იყო ჭიათურ მანგანუმ ჯორჯია, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, თბილისის მერია, biletebi.ge და უკრაინელი მოხალისეების ორგანიზაცია „გაერთიანება უკრაინისთვის“.

გარბენის დისტანცია შვიდი კილომეტრი იყო და ის სოფელ გრემთან დასრულდა. გამარჯვებულები ქალებისა და მამაკაცების კატეგორიაში გამოვლინდნენ და ფასიანი პრიზები გადაეცათ.

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ასეთი მასშტაბის საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება საქართველოში არ ჩატარებულა. გარბენის გარდა, 5 ივნისს კახეთში  სხვადასხვა სპორტული და გასართობი აქტივობები ჩატარდა, ადგილზე უკრაინელი ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. დღის ბოლოს ,მარათონი ჯგუფი „მგზავრების“ სოლო კონცერტით დასრულდა.

2022 წლის 5 ივნისი

კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: