info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

მემორანდუმი ფონდსა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან (UNWTO)

მემორანდუმი ფონდსა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან (UNWTO)
2021 წლის 16 სექტემბერს სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის დელეგაცია საქმიანი ვიზიტით ეწვია ესპანეთის დედაქალაქ მადრიდს, სადაც ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა ფონდსა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას (UNWTO) შორის.
მემორანდუმის თანამშრომლობის სფეროები მოიცავს:
თანამშრომლობის გაძლიერებას სპორტისა და სპორტული ტურიზმის სფეროებში მდგრადი განვითარებისა და გაეროს SDG მიზნების მიღწევისთვის;
სპორტული ტურიზმის განვითარებას ფიზიკურ აქტივობებში ჩართვისა და ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით;
სპორტის, ტურიზმის, საგანმანათლებლო და ახალგაზრდობის სფეროებში პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობას;
ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას, მათი საგანმანათლებლო და სპორტულ პროგრამებსა და პროექტებში ჩართვას;
სპორტის, ტურიზმის, განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას.
მემორანდუმს ფონდის მხრიდან, პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო UNWTO მხრიდან, გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა მოაწერეს ხელი.
UNWTO ტურიზმის სფეროში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა და ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, როგორც ეკონომოკური ზრდის, ინკლუზიური განვითარებისა და გარემოს მდგრადობის მამოძრავებელ ძალას.
აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ფონდის საქმიანობის სამომავლო განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენს.
ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა.
კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: